თეგებით ძიება

„მამა გაბრიელს დაუჯდომელი დავუკითხე და დავინახე, რომ გულიდან მირონის წვეთები წამოუვიდა.. ეს იყო მასთან შეხვედრა, ჩახუტება“ – მამა გაბრიელის და

სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც მამა გაბრიელის დამ საქართველოს წმინდა ბერის ხსენების დღე მიულოცა. მისმა ვიდეომ საზოგადოების მხრიდან დადებითი გამოხმაურება და ემოციები გამოიწვია.

88 წლის ქალბატონი ჯულიეტა „იმედთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ძმასთან, მამა გაბრიელთან კავშირს მუდმივად გრძნობს.

„სულიერად სულ ჩემთან არის. გაბრიელის კელიაში დაბადების დღეზე სამთავროში ვერ წავედი. ჩემი ახლობლები იყვნენ და ვუთხარი, წამოდით და გაბრიელს დაუჯდომელი წავუკითხოთ მეთქი. წავუკითხე და დავინახე, რომ გულიდან მირონის წვეთები წამოუვიდა. ეს იყო შეხვედრა გაბრიელთან, ჩახუტება“, – იხსენებს ქალბატონი ჯულიეტა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა