თეგებით ძიება

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით კანცელარიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სოციალური აფეთქება - ამ ლოზუნგით თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პოლიტიკური პარტიების წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით გამოდიან. აქცია პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლებას” ორგანიზებით მიმდინარეობს.

"ჩვენი მსგავსი ქვეყნისთვის ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ უფრო გაღარიბებას ნიშნავს, ამიტომ, ,,სიგიჟეა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ადამიანებს ვწირავთ შიმშილისთვის”, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებას” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

აქციაში მონაწილეობენ სხვადსახვა მცირე ბიზნესის წარმომადგენლები. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა