თეგებით ძიება

1-ლი თებერვლიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, სწავლა საკლასო ოთახში გაგრძელდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, 1-ლი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება, - ინფორმაციას "იმედინიუსი" განათლების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში გაგრძელება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან. 15 თებერვალს კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, მოხდება შემდგომი შემსუბუქებების განხილვა.

სამინისტრო განმარტავს, რომ იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული და მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება 1-ელ მარტამდე.

„სამინისტროს მიზანია, ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი დაუბრუნდეს ბუნებრივ გარემოს – საკლასო ოთახს. თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანია მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლებში დასაქმებული სხვა პირების ჯანმრთელობა. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სასწავლო ფორმატს ეხება, სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით არის მიღებული“ - აცხადებენ უწყებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა