თეგებით ძიება

ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ეს შეზღუდვები წესდება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ბოდიშს უხდის. ამასთან, ეპიდემიოლოგი აღნიშნავს, რომ არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შეზღუდვები გარკვეული პერიოდი კვლავ იქნება.

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აგორებულ საპროტესტო ტალღას ეხმაურება და საზოგადოებას ბოდიშს უხდის, თუმცა, განმარტავს, რომ ეპიდემიასთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი მათ შორის შეზღუდვაა, ამიტომ, საჭიროა "დანის პირზე ოქროს შუალედით სიარული":

"პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მეთოდია შეზღუდვები, რეგულაციები, ვაქცინაციასთან ერთად. ამიტომ, მესმის, ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ეს შეზღუდვები წესდება, მაგრამ შეზღუდვების გარეშე... ჩვენ დანის პირზე ოქროს შუალედით უნდა ვიაროთ. გარკვეული პერიოდი გვექნება შეზღუდვა, გვექნება შემსუბუქება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია, რადგან მეორე მხარეს არის ადამიანის ჯანმრთელობა," - განაცხადა გამყრელიძემ "პირველი არხის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის გამო საქართველოში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ორდღიანი ვადა მისცეს რეგულაციების მოხსნისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა