თეგებით ძიება

25-31 იანვრის ასტროპროგნოზი ტაროლოგისგან - რა გელოდებათ სიყვარულისა და ფინანსების კუთხით

ტაროლოგი HER MIT ჩვენ მკითხველს მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს სთავაზობს, როგორც ზოგადი, ასევე, სასიყვარულო ურთიერთობების და ფინანსური კუთხით.

ვერძი
ვერძებო, ამ პერიოდში თქვენი ენერგია სუსტია. გარემოც არ გიწყობთ ხელს აქტიურ ქმედებებში. ჯობია თავს ძალა არ დაატანოთ და დაისვენოთ, ვინაიდან თქვენი ძალისხმევა მაინც არ გამოიღებს შესამჩნევ შედეგებს.
პირადი ურთიერთობები: ენერგეტიკულად მიდრეკილი ხართ ნგრევისაკენ. გამოიჩინეთ სიფრთხილე ურთიერთობებში. ახლა ყველა თქვენს არასწორ ქმედებას ზიანი მოაქვს. ეცადეთ არ გააღიზიანოთ ადამიანები.
ფინანსურ-კარიერული საკითხები: მატერიალურ თემებში გაჩერების დროა და არა ქმედების. მეტნაკლებად მოლოდინის პერიოდი უფროა, ვიდრე შედეგების მიღების. მოდუნდით და დაისვენეთ.

კურო
კუროებსთვის სამართლიანობის აღდგენის დროდადგა. რაც გეკუთვნით და დაიმსახურეთ, ყველაფერს მიიღებთ. ამ პერიოდში კარგი შედეგი აქვს სასამართლო და პირად დავებს.
პირადი ურთიერთობების კუთხით, ეს პერიოდი კარგია თქვენი ნების, თქვენი მოსაზრებებისა და სურვილების მისაღწევად. ახლა თქვენი გონება და ლოგიკა მაღალ დონეზეა. ადამიანები თქვენგან რჩევებსაც საჭიროებენ.
ფინანსურ-კარიერულ საკითხებში სტაბილური პერიოდი გაქვთ, თუმცა ჯობია არ გააჟღეროთ და გაახმაუროთ თქვენი გეგმები, შემოსავლები, სამსახურის საქმეები, შემოთავაზებები. რაც მეტად დაიცავთ საკუთარ კონფედენციალურობას, მით უკეთესად წარიმართება ეს პერიოდი თქვენთვის.

ტყუპები
კვირის ზოგადი ტენდენცია: ტყუპებო, აქტიური პერიოდია სიახლეების დაწყებისათვის. თქვენი ენერგიულობა დიდია, ლოგიკა და ქმედება-გადამდები. ახლა მოფიქრებული და დაწყებული აქტიურობა სამომავლოდ კარგ შედეგებს მოიტანს.
პირადი ურთიერთობები: ვლინდება მიდრეკილება გარკვეული მიჯაჭვულობებისაკენ. შესაძლოა გაიჭედოთ თქვენთვის მაცდუნებელ, მაგრამ არასწორ ურთიერთობებში. ამ ეტაპზე სუსტი ხართ ცდუნებების მიმართ.
ფინანსურ-კარიერული საკითხების კუთხით, კარგი პერიოდია ყველანაირი მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად. წარმატება და კმაყოფილება თქვენი მეგზურია. სწორედ ახლა უნდა გაბედოთ ისეთი საქმის დაწყება, რასაც ადრე ვერ ბედავდით.

კირჩხიბი
კვირის ზოგადი ტენდენცია: მიმდინარე პერიოდში თქვენი ენერგეტიკა დაბალია, ვლინდება გარკვეული დეპრესიულობა და უიმედობა. ახლა წვრილმანი უსიამოვნებებიც კი გძაბავთ და გართმევთ ქმედების ენერგიას. ეცადეთ განცალკევდეთ და დაისვენოთ.
პირადი ურთიერთობები: ამ პერიოდში ძალიან კრიტიკული და გაღიზიანებული ხართ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი შეხედულებები და მოთხოვნები საფუძვლიანია, ზოგადად თქვენი მცირე აგრესიულობა ხელს არ უწყობს ურთიერთობების სტაბილიზაციას.
ფინანსურ-კარიერული საკითხების კუთხით, შემოედინება მცირე შემოსავლები. ანაზღაურება ან ეტაპობრივია, ან ერთჯერადი. იღებთ და გასცემთ შერჩევითად და ეკონომიურად. პერიოდი ხელს არ უწყობს ვალების დაბრუნებას, ან დაპირებული დახმარების მიღებას.

ლომი
ლომებო, კვირის ზოგადი ტენდენცია: ამ პერიოდში ყველა მხრიდან შემოდის ცდუნება ან გარკვეული არჩევანი. თუმცა, მაღალია შეცდომის დაშვების ალბათობა. ეცადეთ საქმის არსის წვდომას დაუთმოთ მეტი ყურადღება, და არა მის გარეგნულ მხარეს.
პირადი ურთიერთობები: ყველანაირი კომუნიკაცია ახლა სიამოვნებას განიჭებთ. თვითსეფასება და შარმი მაღალი გაქვთ, რაც გაძლევთ ურთიერთობების ლიდერული ხელით წარმართვის საშუალებას. ამდენად, კმაყოფილი ხართ.
ფინანსურ-კარიერული საკითხები: სტაბილური პერიოდია თქვენთვის. თუმცა, სიახლეებისათვის არაა ხელსაყრელი დრო. ახლა ჯობია არ განახორციელოთ მნიშვნელოვანი საქმეები, რადგან შესაძლოა გამოგრჩეთ ბევრი დეტალი, ან არ გქონდეთ სრული სურათის დანახვის საშუალება.

ქალწული
კვირის ზოგადი ტენდენცია: ამ ეტაპზე თქვენში ჭარბობს უიმედობის შეგრძნება, თავს იჩენს გარკვეული შიშები სიახლეებთან დაკავშირებით. არ გსურთ არსებული ვითარების შეცვლა. ცვლილებები ახლა არ არის თქვენთვის მისაღები.
პირადი ურთიერთობები: ვლინდება გარკვეული მიჯაჭვულობები, არასწორი კავშირებისაკენ მიდრეკილება. გარემო ავლენს თქვენს მიმართ დამძალებლურ დამოკიდებულებას. დაიცავით საკუთარი ინტერესები.
ფინანსურ-კარიერული საკითხები: მაღალია შეცდომების დაშვების, დანაკარგების ალბათობა. ერიდეთ სარისკო გადაწვეტილებებს. ახლა არაა მსხვილი შენაძენების გაკეთების, სესხების აღების ან გაცემის დრო.

სასწორი
კვირის ზოგადი ტენდენცია: ენერგეტიკულად გადაფასებებისა და ცვლილებების პერიოდია. ეცადეთ დახუროთ და გაუშვათ დასრულებული თემები საკუთარი ნებით და არ დაელოდოთ სამყაროსეულ ჩარევას, რაც უფრო მტკივნეული იქნება თქვენთვის.
პირადი ურთიერთობები: კომუნიკაციისათვის ახლა ძალიან დაღლილი და უენერგიო ხართ. მეტნაკლებად თავს იცავთ ურთიერთობებისაგან, და ეს სწორიცაა. ახლა თქვენი ენერგია ვერ გაუძლებს შემაწუხებელ და მოწუწუნე ადამიანებს. ჯობია დაისვენოთ.
ფინანსურ-კარიერული საკითხები: სტაბილური პერიოდია თქვენთვის. საქმიანი მოლაპარაკებებისათვის დადებითი ეტაპია. ყიდვა-გაყიდვები შედეგიანია.

მორიელი
კვირის ზოგადი ტენდენცია: თქვენი ენერგეტიკა დაბალია, შესაბამისად არ ხართ ფიზიკურად აქტიური. ვლინდება ჩაკეტილობისაკენ და თავდაცვისაკენ მიდრეკილება. ყველაფრის მიმართ ხდებით ზედმეტად ეჭვიანი. ეცადეთ ამ განწყობით არ გააღიზიანოთ გარშემომყოფები.
პირადი ურთიერთობები: გარემო ხელს გიწყობთ მშვიდი და გაწონასწორებული კომუნიკაციისათვის. ადამიანები იჩენენ მზრუნველობასა და სიყვარულს თქვენს მიმართ.
ფინანსურ-კარიერული საკითხები: სტაბილური პერიოდია თქვენთვის. ამჯერად თქვენი გონებამახვილობა და ეჭვიანი განწყობა, კარიერულ თემებში სიკეთის მომტანია. შესაძლოა ახლა მიხვდეთ ისეთ რამეს, რაც ადრე თქვენთვის დაფარული იყო.

მშვილდოსანი
კვირის ზოგადი ტენდენცია: სამყაროსეული მოულოდნელობები, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა გძაბავთ და გაგდებთ ჩვეული რითმიდან. მეტნაკლებად არ გეძლევათ მშვიდად ყოფნის საშუალება.
პირადი ურთიერთობები: კვლევისა და გადაფასებების პერიოდია თქვენთვის. პირველ რიგში, გასააზრებელი გაქვთ საკუთარი „მე“ და საკუთარი ჭეშმარიტი სურვილები. ახლა სხვა ადამიანებისგან თავსმოხვეული იდეები ვერ მოგიტანთ ვერაფერს კარგს.
ფინანსურ-კარიერული საკითხები: შრომისა და სწავლის აქტიური პერიოდია თქვენთვის. შესაძლოა იმაზე მეტს აკეთებდეთ, ვიდრე გევალებათ. სახლში თუ სამსახურში ამოსუნთქვის დრო არ გაქვთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. დაზოგეთ ენერგია.

თხის რქა
კვირის ზოგადი ტენდენცია: მოსალოდნელია ცვლილებები. ნებით თუ უნებლიეთ ბევრი თქვენგანი იცვლის ჩვეულ გარემოს. ზოგ შემთხვევაში ხდება რაღაც თემების დახურვა, დასრულება.
პირადი (ზოგადად) ურთიერთობები: გარემო კონფლიქტურია და კონკურენტული. ყველაფერში გიწევენ წინააღმდეგობას. გიხდებათ არა მარტო ბრძოლა საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად, არამედ თავდაცვაც.
ფინანსურ-კარიერული საკითხები: მყარი პერიოდია თქვენთვის. გონებრივ შრომას მოაქვს გარკვეული წარმატება, დაფასება, აღიარება, შემოსავლები. კარგი პერიოდია ახალი პროექტების, ახალი სამსახურის დასაწყებად.

მერწყული
კვირის ზოგადი ტენდენცია: ამ პერიოდში უხვად მოდის შემოთავაზებები, დაპირებები. თუმცა, ეს ყველაფერი ზედმეტადაა შელამაზებული და მოკლებულია მყარ ფუნდამენტს. ასჯერ დაფიქრდით და მოიძიეთ მტკიცებულებები, სანამ რამეს გადაწყვეტთ.
პირადი ურთიერთობები: ოჯახური ჰარმონიის, სანათესავო და ახლო სამეგობრო ურთიერთობების დროა. სწორედ აქ ხართ ახლა ბედნიერი და აქ აღიდგენთ ენერგიებს. გარემო მზადაა თქვენი თანადგომისათვის.
ფინანსურ-კარიერული საკითხები: ამ პერიოდში მაღალია რისკებისა და საფრთხეების, ქურდობისა და დანაკარგების ალბათობა. ყურადღებით იყავით შესყიდვა-გაყიდვებთან, ყველა სახის სესხებთან, ზოგადად თანხებთან.

თევზები
კვირის ზოგადი ტენდენცია: რისკებისა და ცდუნებების პერიოდი გაქვთ. ახლა ძალიან გაგიჭირდებათ მავნე ჩვევებთან ბრძოლა, თუნდაც დიეტის დაცვა. ასევე, მოგიწევთ გარკვეული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, სადაც გიჭირთ სწორი ნიშნულის პოვნა.
პირადი ურთიერთობები: ამ პერიოდში ზედმეტად გაღიზინებთ არსებული გარემო. თქვენი შინაგანი აგრესია მაღალია. ჯობია განმარტოვდეთ, დაისვენოთ და თავი შეიკავოთ საქმეების გარჩევისაგან, კონფლიქტებისაგან.
ფინანსურ-კარიერული საკითხების კუთხით, ძალიან მყარი და შემოსავლიანი პერიოდია თქვენთვის. სამუშაოც და შემოსავალიც გაზრდილია. შესაძლოა მიიღოთ ბონუსები ან მატერიალური საჩუქრები. კარგი პერიოდია შენაძენების გასაკეთებლადაც.

პროგნოზის ავტორი: ტარილოგი her mit

https://www.facebook.com/Her-Mit-104439888130457

https://www.facebook.com/her.mit.3139


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა