თეგებით ძიება

„შენდობას ვითხოვ“ - ქართველი დეკანოზი ებრაელ ერს შენდობას თხოვს

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი ილია კარკაძე, რომელსაც ანტისემიტიზმში ადანაშაულებენ ებრაელ ერს შენდობას თხოვს და წერილს აქვეყნებს.

“ჩემს ებრაელ მეგობრებს.

სამწუხაროდ, ჩვენს ყოფიერებაში არის გამონაკლისი შემთხვევები და მათგან არავინ არის დაცული, როცა ნეგატიური ინფორმაციის მიღებისთანავე, მისი ნამდვილობის გადამოწმების გარეშე მყისიერად გიწევს განმარტების გაკეთება, რასაც ჩემი მხრიდან ადგილი ჰქონდა ა.წ 4 იანვარს და იგი ეხებოდა ებრაელი ერის სხვა ერებთან ურთიერთობის საკითხს. აღნიშნულის მიუხედავად, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში შევეცადე მრევლის განწყობას სწორი მიმართულება მისცემოდა, შევახსენე მათ ჩვენი ოცდაშვიდსაუკუნოვანი მშვიდი თანაცხოვრება ებრაელ ხალხთან, თუმცა შემდგომი გაანალიზებით, ჩემდა უნებლიედ იგი კრიტიკული გამოვიდა და სხვაგვარად იქნა აღთქმული. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩემს ცხოვრებაში ამგვარი დამოკიდებულება ებრაელების მიმართ ბავშვობიდან დღემდე არასოდეს ყოფილა და არც იქნება. თუ მე უნებლიედ ვინმეს გული ვატკინე, შენდობას ვითხოვ. იმედი მაქვს, რომ ჩემი ებრაელი მეგობრები სწორად გამიგებენ და ჩვენს მრავალწლიან თბილ ურთიერთობას ჩრდილი არ მიადგება.

კიდევ ერთხელ შენდობას გთხოვთ”, – წერს დეკანოზი ილია კარკაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა