თეგებით ძიება

აქცია-პერფორმანსი განათლების სამინისტროსთან - დაწესებული შეზღუდვები ამჯერად კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა გააპროტესტეს

დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია გაიმართა, ამჯერად განათლების სამინისტროსთან. ადგილზე ქორეოგრაფები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და გახანგრძლივებული რეგულეციების მოხსნას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ქართული კულტურა სულს ღაფავს, ხოლო მისი წარმომადგენლები უსახსროდ არიან დარჩენილები:

"სულს ღაფავს ქართული კულტურა, გარდა იმისა, რომ უმუშევრად ვართ დარჩენილები ხელოვანები, კონკრეტულად ქორეოგრაფები და არა მარტო ჩვენ, ფაქტობრივად მთელი სახელოვნებო სტუდიების სახელით ვდგავართ ახლა დღეს. ბავშვები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში, მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგებს, ჩვენ უშუალო შეხება გვაქვს ჩვენ მოსწავლეებთან და ძალიან კარგად ვხედავთ რა მდგომარეობაში არიან ისინი, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა