თეგებით ძიება

NDI-ის კვლევა: მოსახლეობის 41% ამბობს, რომ კოვიდვაქცინას გაიკეთებს, 41% - უარზეა

NDI-ს დეკემბრის კვლევის შედეგების თანახმად, მცირედით გაზრდილია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ამბობს, რომ კოვიდვაქცინას გაიკეთებდა და ოჯახსაც აცრიდა. კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები? 41 პროცენტი პასუხობს "დიახ". ეს მაჩვენებელი 2020 წლის ივნისში 38% იყო.

ამასთან, ამავე კითხვაზე, ასევე 41% პასუხობს, რომ კოვიდვაქცინას არ გაიკეთებდა, თუმცა მათი რაოდენობა ივნისთან (46%) შედარებით შემცირებულია.

რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევის საველე სამუშაოები CRRC-მ 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ჩატარდა 2 053 ინტერვიუ. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 1.1%-ია. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა