თეგებით ძიება

NDI-ის გამოკითხვა: მოსახლეობის 60%-ის აზრით, მთავრობა პანდემიას კარგად გაუმკლავდა

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 60% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას კარგად გაუმკლავდა.

33% მიიჩნევს, რომ ცუდად გაუმკლავდა.

7% ამბობს, რომ არ იცის.

გამოკითხულთა შორის ქართული ოცნების მხარდამჭერები 31%-ს წარმოადგენდნენ. მათმა 87%-მა თქვა, რომ მთავრობა პანდემიას კარგად გაუმკლავდა. 10%-მა თქვა, რომ ცუდად გაუმკლავდა.

გამოკითხულთა 54%-მა არ დაასახელა, ვისი მხარდამჭერია. მათმა 52%-მა შეაფასა პანდემიასთან მთავრობის გამკლავება დადებითად.

ოპოზიციის მხარდამჭერების (14%) 33% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პანდემიას კარგად უმკლავდება, 61% მიიჩნევს, რომ ცუდად.

ამასთან, გამოკითხულთა 39% ფიქრობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის.

33% ფიქრობს, რომ ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ.

6%-ის აზრით, კორონავირუსი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

22%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევის საველე სამუშაოები CRRC-მ 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ჩატარდა 2 053 ინტერვიუ. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 1.1%-ია. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა