თეგებით ძიება

„მოგვცენ არსებობის უფლება!“ - მოვაჭრეები ბაზრობების დაუყოვნებლივ გახსნას ითხოვენ

ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მოთხოვნით, “ლილო მოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოვაჭრეები აცხადებენ, რომ შეზღუდვებისფონზე მათ არსებობაც კი უკვე უჭირთ და ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

“გვეგონა 24 იანვარს გავიხსნებოდით, მერე შემდეგ ეტაპს ველოდით. ახლა რომ გავიგეთ, პირველშიც აღარ ვიხსნებით, უკვე ვეღარ ვინახავთ ოჯახებს, ხომ გგაგვაჩნია ვალდებულებები, მოგვცენ არსებობის უფლება”- აცხადებს აქციის მონაწილე.

მოვაჭრის თქმით, “ლილოს” ბაზრობაზე ვირუსის გავრცელების ნაკლები შანსია, რადგან აქ ღია სივრცეა და გარდა ამისა, ბევრი ადამიანი არც დადის.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე შეზღუდვები პირველი ტებერვლიდან აღარ გაუქმდებადა ისინი ეტაპობრივად მოიხსნება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა