თეგებით ძიება

„ძალიან მენანება ამხელა არწივი რომ წვალობს“ - ნუგზარ კვაშალი თემურ წიკლაურის მდგომარეობაზე

კორონავირუსით ინფიცირებული მომღერლის, თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გახდა დამოკიდებული.

გორის კლინიკაში მომღერლის ჯანმრთელობაზე ქართველ მედიკოსებთან ერთად, გერმანელი ექიმებიც იბრძვიან.

როგორია ამ ეტაპზე მომღერლის ჯანმთელობის დგომარეობა და რა პროგნოზები აქვთ ექიმებს - ამ კითხვით „დაიჯესტმა“ მომღელის მეგობარასა და კოლეგას ნუგზარ კვაშალს მიმართა.

„მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება. ამბობენ, რომ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი 50/50-ზეა. ძალიან მენანაება ასეთი უბრალო დაავადებისთვის ამხელა არწივი რომ წვალობს. მხოლოდ მე კი არა, ყველას, ყველას ენანება. უამრავი უცხო ადამიანი განიცდის ამ ამბავს. აქვე მივმართავ თემურის გულშემატკივრებს. ისევ და ისევ ლოცვა და თქვენი კეთილი სურვილები გაუგზავნეთ მას. მჯერა, რომ ეს ენერგია თემურს აუცილებლად დაეხმარება“, - განუცხადა კვაშალმა „დაიჯესტს“.


წყარო: დაიჯესტი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა