2021 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
2021 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ნაწილი მეორე.
სასწორი
2021 წელს იუპიტერისა და სატურნის მფარველობა გელით, ასეთი მხარდამჭერების პირობებში კი, შეუძლებელი არაფერია. თამამად შეგიძლიათ დაასრულოთ ძველი ურთიერთობები და ახალი დაიწყოთ. გირჩევთ უკვე არსებული კავშირების განვითარებაზეც იზრუნოთ. ერთადერთი პირობა, რომელიც უნდა შეასრულოთ, გულწრფელი მოქმედება და წესიერებაა.
მორიელი
2021 წელი მორიელებს სიახლეებს და გარდაქმნას პირდება. ეს შეიძლება ღირებულებების გადაფასებ კისპერიოდიც კი იყოს. სრულიად შესაძლებელია, ძველი ურთიერთობებით იმედგაცრუებულმა შვება ახალ ურთიერთობებში ნახოთ. ამჟამინდელი პარტნიორის მიმართ გრძნობები მხოლოდ გაძლიერდება. ნებისმიერ შემთხვევაში, მოხდება გარკვეული ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას რომანტიკის მიმართ.
მშვილდოსანი
თუ ემოციურად და დაუფიქრებლად იმოქმედებთ, სასიყვარულო ურთიერთობებში პრობლემებს მოიმკით. მხოლოდ ინტუიციის იმედად ნუ იქნებით და გადაწყვეტილებების მიღების დროს ნუ აჩქარდებით. ნებისმიერ რთულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია საკუთარ თავს დრო მისცეთ ყველაფრის გაანალიზებისთვის. შეცდომებს მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აიცილებთ.
თხის რქა
თხის რქებს ხარი უამრავ ნათელ დეა რომანტიკულ მოვლენას პირდება, განსაკუთრებულ კეთილგანწყობას კი მარტოხელა თხის რქების მიმართ გამოიჩენს. ის უამრავ შესაძლებლობას შემოგთავაზებთ, რომ მარტოხელას სტატუსი წარსულს ჩააბაროთ. ამ წლის ნიშანი უკვე შექმნილ ოჯახებსაც მხარდაჭერას პირდება.
მერწყული
მერწყულს იმ თვალსაზრისით გაუმართლებს, რომ იუპიტერი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან პოპულარობის მოპოვებაში დაეხმარება. ბევრი ცდუნება და გამოცდა გელით, მაგრამ სასურველია, ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინოთ და ცდუნებებს არ აჰყვეთ.
თევზი
წელს თევზებმა ძალიან ბევრი უნდა ეცადონ, რომ საპირისპირო სქესის ყურადღება მიი1ციონ. უკვე არსებულ ოჯახებში ბევრი რამ არის დამოკიდებული თევზების ინიციატივაზე. და მაინც, თუ პარტნიორის მიმართ გულწრფელი გრძნობები არსებობს, ეს პრობლემა არ გახდება.