26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ნურავის უსმენთ, შეგიძლიათ თქვენი ცოდნა და გამოცდილება საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოთ. თუ თქვენს ახლო გარემოცვაში ახალი ადამიანი გამოჩნდა, შეიძლება მალე თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლი შეასრულოს. ამ დღეს შეგიძლიათ ძვირადღირებული ნივთი შეიძინოთ - ნუ ინერვიულებთ, უახლოეს მომავალში ფინანსური პრობლემები არ გემუქრებათ.
კურო
ეს დღე შესაფერისია იმისთვის, რომ დამშვიდდეთ და საკუთარ თავში გაერკვეთ. თუ ნათესავებს ან მეგობრებს თქვენი დახმარება სჭირდებათ, უარს ნუ ეტყვით. ეცადეთ ყველაფერი გააკეთოთ რაც შეგიძლიათ. გახსოვდეთ, სიკეთე ასჯერ მეტად დაგიბრუნდებათ. გირჩევთ დაწყწებული საქმეები დროულად დაასრულოთ და საბუთები მოაწესრიგოთ.
ტყუპები
საკუთარი გეგმების განხორციელება აქტიურად დაიწყეთ, რაც მშვენიერია, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ. ეცადეთ თანამშრომლებს გადაჭარბებული მოთხოვნები არ წაუყენოთ და საკუთარი პასუხისმგებლობების შესრულება სხვებს არ გადააბაროთ. პრობლემებს, რომლებიც ამ დღეს შეიქმნება თქვენზე უკეთ ვერავინ გაუმკლავდება.
კირჩხიბი
ამჟამად ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ შეგიძლიათ ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდეთ. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ სასურველ შედეგს მიიღებთ. გირჩევთ ახალი უნარების დაუფლებაზე იზრუნოთ, რაც შესაძლოა, ძალიან მალე გამოგადგეთ. დაპირებების იმედად ნუ იქნებით, თორემ იმდეგაცრუებული დარჩებით.
ლომი
ამ დღეს მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საქმეები წარმატებით დასრულდება. შესაძლოა, კოლეგების ან ნაცნობების დახმარება დაგჭირდეთ, რომელსაც აუცილებლად მიიღებთ. დღის მეორე ნახევარში გირჩევთ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. განსაკუთრებით სასარგებლო იქნება სირბილი, სამკურნალო მასაჟი და წყლის პროცედურები, რაც თქვენს ფიზიკურ და გონებრივ მდგომარეობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს.
ქალწული
ახალ ნაცნობებთან ურთიერთობა სასიამოვნო და ნაყოფიერი იქნება. თავი შორს დაიჭირეთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც დიდი ფულის მარტივად გამომუშავებას გპირდებიან. ფინანსური მოტივაცია უდავოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ შესრულებული სამუშაოს მიმდინარეობა არ გაინტერესებთ, თქვენთვის სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.
სასწორი
ამ დღეს სამსახურში უამრავი კითხვა და პრობლემა იჩენს თავს, რომლებსაც დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდეთ. ნუ აღელდებით და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. ამ დღეს შეგიძლიათ ნებისმიერ პრობლემას გაუმკლავდეთ და სამუშაო დროულად შეასრულოთ. ამჟამად ძვირადღირებული ნივთების შეძენისგან თავი უნდა შეიკავოთ.
მორიელი
შესაძლოა, ამ დღეს შესაძლებლობები ახალ საქმეში მოსინჯოთ. ეცადეთ მეტი წინდახედულება გამოიჩინოთ - თავი შეიკავეთ ერთჯერადად მაღალი მოგების მიღებისგან და სტაბილური შემოსავლის გაზრდაზე იზრუნეთ. თუ თქვენი კვალიფიკაცია საშუალებას არ გაძლევთ, რომ პროფესიაში თავი გამიოიჩინოთ, გირჩევთ კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნოთ.
მშვილდოსანი
ერიდეთ კოლეგებთან, ნათესავებთან და გარშემო მყოფ ადამიანებთან კამათს და ურთიერთობების გარკვევას. თუ ემოციების მოთოკვას და თავის გაკონტროლებას შეძლებთ, მალე თქვენი საქმეები სასურველ შედეგს მოგიტანთ, ხოლო თუ ვერ მოახერხეთ, მაშინ კონფლიქტი შეიძლება წლების მანძილზე გაჭიანურდეს.
თხის რქა
ეს დღე საკმაოდ მშვიდად ჩაივლის. სამსახურში შეიძლება საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდეს, მაგრამ სწრაფად უნდა იმოქმედოთ. თუ საქმის გადადებას ან გაჭიანურებას დაიწყებთ, შესაძლოა შანსი ხელიდან გაუშვათ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.
მერწყული
ამ დღეს კოლექტიური ძალისხმევა ინდივიდუალურ საქმიანობაზე უფრო ეფექტური იქნება. ამასთან დაკავშირებით, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გარშემო მყოფ ადამიანებთან უფრო მჭიდრო კონტაქტი დაამყაროთ, მათი მოსაზრებები გაითვალისწინოთ და მათ წესებს დაემორჩილოთ. ეს საშუალებას მოგცემთ საჭირო და ხელსაყრელი კავშირები დაამყაროთ.
თევზები
თევზებს, რომლებიც საკუთარ მოვალეობებს პატიოსნად ასრულებენ, ვურჩევთ, რომ უფროსების მხრიდან მოსალოდნელ კრიტიკაზე არ ინერვიულონ. ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობასთან დსაკავშირებული პრობლემები გელით. ეცადეთ, მეტი ყურადღება გაახვილოთ სახლზე და ოჯახურ კავშირებზე.