თეგებით ძიება

იშვიათი და ულამაზესი ფოტოები - თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერი გაიყინა

თბილისში, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერი გაიყინა, - ინფორმაციას ბოტანიკური ბაღი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

"გაიყინა გაიყინა. ჩვენს ჩანჩქერზე ბევრი იცით უკვე, ვის ახსოვს რამდენი მეტრია სიმაღლეში?

აბა ყურადღებით! ვინც სწორი პასუხით პირველი გაგვახარებს, მას უფასოდ ვუმაპსინძლებთ ბაღში ოჯახთან ერთად.
ჩანჩქერის თავზე 1898 წელს ხის ხიდი აშენდა, იგი ერთმანეთს ისტორიულ არბორეტუმსა და ხმელთაშუაზღვეთის მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთს აკავშირებს.

ხის ხიდი, მრავალთაღოვანი - დეკორატიული რკინის ხიდით 1914 წელს შეიცვალა და თავისი შთამბეჭდავი, მსუბუქი კონსტრუქციისა და ირგვლივ მდებარე ულამაზესი ლანდშაფტის გამო, ჩანჩქერთან ერთად ბაღის სავიზიტო ბარათად იქცა", - წერენ ფეისბუქზე.

 იშვიათი და ულამაზესი ფოტოები - თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერი გაიყინა



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა