თეგებით ძიება

დიაგნოზი მოულოდნელი და თავზარდამცემი აღმოჩნდა – 24 წლის კარდიოლოგს დახმარება სჭირდება

ახალგაზრდა ექიმს, 24 წლის კარდიოლოგ გიორგი ჟამიერაშვილს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. ამის შესახებ "პრაიმტაიმი" წერს.

დიაგნოზი მოულოდნელი და თავზარდამცემი აღმოჩნდა. გიორგის კლასიკური ხოჩკინის ლიმფომის მე-3 სტადია დაუდგინდა. მკურნალობის კურსი ხანგრძლივი და ძვირადღირებულია. საჭიროებს დაუყოვნებლივ ქიმიოთერაპიას. მასაც და მის ახლობლებსაც სჯერა, რომ საჭირო თანხა საზოგადოების გვერდში დგომით შეგროვდება და მკურნალობას დროულად დაიწყებს.

„გიორგი სოფელ კაკაბეთიდან არის. ჩემი ძმა მშობლებს ასაკში გაუჩნდათ. ძალიან ბედნიერები ვართ მისი არსებობით. მე 54 წლის ვარ, ჩემი და ჩემზე უფროსია, ჩვენი ძმა კი ნაბოლარაა. ჩვენი ნაბოლარა ბიჭი, ძალიან ნიჭიერი იყო ბავშვობიდან. კაკაბეთის სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კომაროვში გადმოვიყვანეთ და ის დაამთავრა.

როცა პროფესიის არჩევაზე დადგა ჯერი, დიდხანს არ უფიქრია სამედიცინოზე ჩააბარა. ეს პროფესია ბავშობიდან მოსწონდა. კარდიოლოგი გახდა. გარკვეული პერიოდი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა. ძალიან ჭკვიანი ექიმია. ჩვენი ასაკოვანი მშობლების ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სამსახურიდან წამოვიდა და დროებით სოფელში იყო…

ჯანმრთელობის პრობლემები დეკემბრის ბოლოს დაეწყო. ჯირკვალი გაუდიდდა. ექიმია და კოლეგებს დროულად მიმართა. გაიკეთა ბიობფსია და კლასიკური ხოჩკინის ლიმფომის მე-3 სტადია დაუდგინდა. თავზე ჩამოგვენგრა ყველფერი. თვითონ ძალიან მხნედ არის, აქეთ გვამშვიდებს და გვანუგეშებს. მას ახლა სიცხე და ტკივილები აწუხებს. 3 დღის წინ დასვეს დიაგნოზი და ყველანი გავნადგურდით.

მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და გიორგი მალე გამოჯანმრთელდება. მხარში უდგანან მეგობრები, რომლებმაც არნახული მხარდაჭერა გამოხატეს. მოგეხსენებათ მკურნალობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ეს რომ ყოფილიყო პირველი ან მეორე სტადია, მკურნალობას საქართველოში დავიწყებდით, მაგრამ მესამე სტადია უკვე შორს წასული ფორმაა.

აქედან გამომდინარე სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა წავიდეთ. ამ ეტაპზე 2 ქვეყანას, იტალიას და თურქეთს განვიხილავთ. მჯერა, რომ თანხის შეგროვებას კეთილი ადამიანების დახმარებით შევძლებთ. სხვანაირად არ გამოვა, ჩვენს ასაკოვან მშობლებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ვუმალავთ დიაგნოზსს.“ – ამბობს გიორგის დას, ლია ჟამიერაშვილი "პრაიმტაიმთან"

საქართველოს ბანკი

GE67BG0000000101441234

მიმღები: გიორგი ჟამიერაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა