თეგებით ძიება

ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს რომ დაუბრუნდეს, მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა აიცრას - რას აცხადებს თამარ გაბუნია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისთვის რომ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, მოსახლეობის 60% უნდა აიცრას.

"60 %-ის ვაქცინაციის შემთხვევაში, რეალურად, უნდა შეიქმნას დაცვის იმგვარი მოდელი, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ და დავუბრუნდეთ ჩვეულ, ნორმალურ საქმიანობას, რაც იყო კოვიდამდე პერიოდში. თუმცა, ამავდროულად, მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ გარკვეული პერიოდი ვაქცინასთან ერთად მოგვიწევს პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და მოხდეს მობილობის მონიტორინგი. ვაქცინის მოქმედებასა დრო სჭირდება, როდესაც სრულად შექმნის დამცველობის მექანიზმს, ორივე უნდა გამოვიყენოთ ერთად. ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტურად, დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას და ამისთვის, კეთდება ყველაფერი," - აცხადებს თამარ გაბუნია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 253,816 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსით 3,071 ადამიანია გარდაცვლილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა