თეგებით ძიება

,,დღეს გვითხრეს, ისწავლეთ უტრანსპორტოდ სიარულიო... ბორბლები გამოვიბათ თუ ფრთები?" - ელენე ხოშტარია

პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ სახლებში ჩაკეტვით ხელისუფლება ხალხს მარტივად მართავს.

„ყველაზე მარტივი მართვა არის სტალინისეული მიდგომით – არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. ის კიდევ უფრო სასტიკი იყო, მაგრამ თუ ჩვენ ყველას დაგვსვავენ სახლში, არც ერთი ვირუსი აღარ იარსებებს. ვირუსებს დავამარცხებთ, მაგრამ ჩვენც აღარ ვიარსებებთ. ეს არის ერთი მიდგომა, რაც მეტყველებს მათ უუნარობასა და უპასუხისმგებლობაზე.

დღეს გვითხრეს, რომ ისწავლეთ უტრანსპორტოდ სიარულიო. საინტერესოა რას გულისხმობენ – ბორბლები გამოვიბათ თუ ფრთები? შეიძლება მათ თბილისი ვაკე და ვერა ჰგონიათ მხოლოდ. ძალიან მაინტერესებს ავჭალიდან, წყნეთიდან, გლდანიდან, წყნეთიდან, ვარკეთილიდან, აფრიკიდან თუ ლილოდან, რანაირად უნდა გადაადგილდეს ადამიანი ტრანსპორტის გარეშე?!", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა