თეგებით ძიება

„შენი წონა ნოტი მაქვს ნაქსეროქსები...“ - ინდირა ჯგერნაია ნინო ჩხეიძეს

მომღერალმა ინდირა ჯგერნაიამ ქართულ "ვოისში" მონაწილეობის პერიოდი "ფარულ კონვერტში" გაიხსენა.

"მოხდა ის, რომ მე არ მქონდა ჩემი, თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება. ბრმა ქასთინგებზე მითხრეს, რომ სხვა მენტორთან ადგილი არ იყო და უნდა ამერჩია კონკრეტული მენტორი... სხვა გზა არ იყო. ესეთი რამეები არ უნდა ხდებოდეს... ხუთივე მენტორი შემობრუნდა... არ შეიძლება მომღერალს ამღერო გაუხურებელი ყელით მესამე ოქტავის "სი" ბგერა. ნინო ჩხეიძემ დაიხვია ენაზე, რომ იცით, რა? ინდირა სცენაზე გასვლამდე სვამდა, ცხელ ჩაიში რომ შეურევ კონიაკს ყელი რომ გაიხსნას, დაელია მასაც და ემღერა ჩემს ხმაზე." - განაცხადა ინდირა ჯგერნაიამ.

გადაცემის წამყვანმა, ია ფარულავამ აღნიშნა, რომ გადაცემიდან დაურეკეს მომღერალ ნინო ჩხეიძეს აღნიშნულ საკითხზე საუბრისთვის, თუმცა წამყვანი ამბობს, რომ ნინო ჩხეიძისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

"ინდირას რეიტინგს ვერ ავუწევ და ვერ მოვალ" - ჩხეიძის ამ პასუხზე ინდირა ჯგერნაიამ თქვა, რომ ნინო ჩხეიძის აწეული რეიტინგი არავის სჭირდება.

"ნინო ჩხეიძის აწეული რეიტინგი მართლა არაფერში მჭირდება, შენი წონა ნოტი მაქვს ნაქსეროქსები..." - ამბობს ინდირა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა