თეგებით ძიება

დღეს, 15:00-ზე კანცელარიასთან საპროტესტო აქცია ისევ გაიმართება

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში 15:00 საათზე კანცელარიასთან აქციას აანონსებს.

„- აქციამ არ ივარგა

- ეგრე ვერაფერს შევცვლით

- პოლიტიკოსების გვერდით არ დავდგებით

- ცოტა ხალხი იყო

- მუხტი არ იყო
- ცივა

- მაინც არაფერი გამოვა

- დავიღალე ამ ერთი და იგივეთი

რა ვქნათ?

გავიქცეთ ქვეყნიდან?

ამათ დავუტოვოთ?

ვინც არ ან ვერ გარბიხართ - დღეს 15.00-ზე კანცელარიასთან ისევ აქციაა“.

ჯაფარიძის თქმით, ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას.

იგი ხალხს მოუწოდებს, რომ ან დაანახებენ ხელისუფლებას მათ გაბრაზებას და დაუმორჩილებლობას, ან გააგრძელებენ მათზე ზრუნვის მოტივით მათსავე სულის ხდას.

ინფორმაციისთვის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირველ მარტამდე ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა (21:00 საათიდან 05:00 საათამდე) „კომენდანტის საათის“ სახით ძალაში რჩება. ამავდროულად თბილისში, რუსთავში და ქუთაისში არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა