თეგებით ძიება

ოჯახი, სადაც მსახურობდა, პანდემიის გამო, მას გარეთ გასვლას უკრძალავდა - ახალი დეტალები იტალიაში გაუჩინარებული ქართველი ემიგრანტის შესახებ

იტალიაში დაკარგული ქართველი ქალი, 34 წლის მარიამ ჟვანია იპოვნეს. იკვევა, რომ ოჯახი, სადაც მსახურობდა, პანდემიის გამო, მას გარეთ გასვლას უკრძალავდა.

მარიამ ჟვანიას თქმით, იმ ოჯახის წევრებს, სადაც ის მუშაობდა, პანდემიის გამო, არ სურდათ, რომ ახალგაზრდა ქალი დასვენების დღეებში ქუჩაში გასულიყო, ასევე, მას ტელეფონიც გამორთული ჰქონდა.

გაუჩინარებულ მარიამ ჟვანიას არა მარტო ოჯახი, არამედ იტალიაში სხვა ქართველი ემიგრანტებიც ეძებდნენ.

ოჯახის თქმით, მარიამ ჟვანია ამ დროისთვის უსაფრთხო მდგომარეობაშია და ის საზღვარგარეთ ოჯახის მატერიალურად უზრუნველსაყოფად წავიდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა