27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
შესაძლებელია, სამსახურთან დაკავშირებით მაცდური შემოთავაზება მიიღოთ. მოლაპარაკებები წარმატებულად ჩაივლის და სასურველი შედეგების მიღწევას შეძლებთ. ერთადერთი გაფრთხილებაა - თავი შორს დაიჭირეთ საქმისგან, რომელიც უმცირეს რისკს მაინც კი შეიცავს და თვალი ადევნეთ თქვენს ფინანსებს.
კურო
სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ ახალ ბიზნეს წინადადების მიმართ, როგორი მიმზიდველიც არ უნდა ჩანდეს. უმცირესი ეჭვის გაჩენის შემთხვევაშიც კი რჩევისთვის სპეციალისტებს უნდა მიმართოთ. ხელსაყრელი დროა როგორც მცირე, ისე საკმაოდ დიდი შესყიდვებისთვის.
ტყუპები
როგორც იქნა, მატერიალურ სფეროში წარმატების მიღწევის დრო დადგა. ამ დღეს შეიძლება პროფესიულ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი და საბედისწერო გადაწყვეტილებები მიიღოთ. ახლობელი ადამიანების დახმარებით ბრწყინვალე შედეგებს მიაღწევთ.
კირჩხიბი
ამ დღეს ისეთი საქმეებით უნდა დაკავდეთ, რომლებიც შედეგს სწრაფად მოგცემთ. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დროს, გონების ხმას უნდა უსმინოთ, ხოლო მოსალოდნელი უთანხმოებები კომპრომისის გზით უნდა მოაგვაროთ. პირად საქმეზე ან საქმიანი მიზნით განხორციელებული მოგზაურობა წარმატებას გპირდებათ.
ლომი
ამ დღის განმავლობაში, ძირითადად, სასიამოვნო მოვლენები გელით. ახალი, საინტერესო წინადადებები გელით, რომლებსაც აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოთ. შეეცადეთ სადავო საკითხები კონფლიქტების გარეშე გადაწყვიტოთ და კომპრომისი მონახოთ. თავი შეიკავეთ ახალი საბანკო ვალდებულებებისგან.
ქალწული
მატერიალური პრობლემების გადაჭრისთვის ხელსაყრელი დღეა. მზად იყავით სწრაფი რეაგირებისთვის, მყისიერი გადაწყვეტილებების მიღებისა და გეგმების შეცვლისთვის. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა დადებითი ენერგიით დაგმუხტავთ. გირჩევთ მათ რჩევებს ყურადღებით მოუსმინოთ.
სასწორი
ეს პერიოდი ხელსაყრელია ახალი გეგმების განსახორციელებლად. იზრუნეთ საკუთარი პოზიციების გაძლიერებისთვის, მაგრამ მეგობრებთან ურთიერთიბისთვისაც დაიტოვეთ დრო. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და თავი შეიკავეთ დიდი ხარჯებისგან.
მორიელი
ნათესავებთან კონფლიქტ ხასიათს დიდი ხნით გაგიფუჭებთ. ეცადეთ ურთიერთობაში შექმნილი პრობლემები უხეშობისა და ყვირილის გარეშე მოაგვაროთ. გირჩევთ ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინოთ და გადაწყვეტილების მიღების დროს არ აჩქარდეთ. დასვენებისა და გართობის ხარჯებისთვის ულის გამოყოფა ცოტა ხნით უნდა შეაჩეროთ.
მშვილდოსანი
უმჯობესია ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებისგან თავი შეიკავოთ და უკეთესი დროისთვის გადადოთ. ახლა ზოგიერთ საკითხში სწორი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. გაურკვეველი ეჭვები გაწუხებთ და თავდაჯერება გღალატობთ. ამის გამო დაიწყება შინაგანი დაძაბულობა და გაღიზიანება იზრდება. მთავარია გესმოდეთ, რომ რთული პერიოდი მალე დასრულდება.
თხის რქა
თუ საკუთარი ცხოვრების შეცვლა გსურთ, ამის გაკეთება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოთ. გახსოვდეთ, თუ საგანგებო ზომებს არ მიმართავთ, ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ იმ ადამიანების კომპანიაში, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ.
მერწყული
ახლა ყველაზე მთავარი საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაა - სახლი, პროდუქტების მომარაგება, მკურნალობა. ოჯახის ბიუჯეტიდან თანხები პირველ რიგში ამ სფეროებისკენ უნდა მიმართოთ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას ეცადეთ კრიტიკა და საყვედურები თავიდან აიცილოთ.
თევზები
ბოლოს და ბოლოს შეგიძლიათ დაკავდეთ საქმეერბით, რომლებისთვისაც ადრე ვერ იცლიდით. ფინანსურ საკითხებში შესაძლებელია, სირთულეები წარმოიქმნას. სასურველია შეხვედრები მეგობრებთან და ნაცნობებთან, ასევე სხვადასხვა სახის მოგზაურობები. ახლობლების მხარდაჭერა და გონივრული რჩევები დაგეხმარებათ თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ.