თეგებით ძიება

“აქამდეც ველოდებოდი სოციალურ აფეთქებას და მეგონა, რომ ხალხი ვერ გაძლებდა… რას ჭამენ ან რითი იხდიან გადასახადებს, რას ელოდებიან?” - თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტი, სამი შვილის დედა, თამუნა მუსერიძე “საჯარო პოლიტიკაში” საუბრობს იმ მძიმე სოციალური ყოფის შესახებ, რომელიც კორონავირუსის გამო საქართველოში შეიქმნა და აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, როდემდე გაძლებს ხალხი ამ მდგომარეობაში.



"ღარიბები უფრო ღარიბები გახდნენ და მდიდრები უფრო მდიდრები. დღეს ადამიანს, რომელსაც ორი პურის ყიდვის საშუალება ჰქონდა, ახლა ერთი ნაჭერის ყიდვის საშუალებაც არ აქვს.

სიმართლე გითხრათ, მე სექტემბერშიც აქციებზე ვიდექი და აქამდეც ველოდი სოციალურ აფეთქებას. მეგონა, ეს ხალხი აქამდეც ვერ გაძლებდა. სულ მაქვს კითხვა, რას ჭამს ეს ხალხი და როგორ იხდის გადასახადებს. ვერ ვხვდები, რას უყურებს ხალხი აქამდე. როგორ მოხდა, რომ აქამდე არ მოაწვა აგრესია და არ აფეთქდა. ალბათ, მშიერი ხალხი უფრო ადვილი სამართავია. როცა მშიერი ადამიანი ზის სახლში, ხუთ კილო კარტოფილს ვინმე თუ მიუტანს, ამისიც მადლობელია" - აცხადებს იგი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა