რატომ უნდა მოვერიდოთ დაძინებას ფეხებით კარისკენ
ძველი აღმოსავლური, კერძოდ ჩინური კულტურა „ფენ-შუი“ გვასწავლის, რომ საძინებელი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან ცხოვრების სამ მეოთხედს სწორედ იქ ატარებს. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანი ეთიშება გარე სამყაროს, ისვენებს ყოველდღიური პრობლემებისგან და მომდევნო დღისთვის ენერგიით იმუხტება.
ფენ-შუის მიხედვით, საძინებელში საწოლის განთავსება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია.
აკრძალვებიდან, რომლებსაც დღეს გთავაზობთ, ზოგი მხოლოდ ცრურწმენაა, მაგრამ ზოგს სრულიად მეცნიერული დასაბუთება აქვს.
1. როცა ძილის დროს ფეხები კარისკენაა
ფენ შუი ნამდვილად არ გირჩევთ ამის გაკეთებას, რადგან ითვლება, რომ ადამიანის სხეულში დაგროვილი ენერგია ძილის დროს, კარიდან გადის. სკანდინავიელებს და სლავებს კარი სხვა სამყაროს პორტალად მიაჩნდათ და ფიქრობდნენ, რომ სიზმარში სული შეიძლება კარიდან გავიდეს და უკან დასაბრუნებელ გზას ვერ მიაგნოს. იმავე სკანდინავიელების აზრით, კარიდან შეიძლება ოთახში ავი სულები შევიდნენ და მძინარე ადამიანის სულს დაეუფლონ. ამის პირველი ნიშანი ღამის კოშმარებია.
ფსიქოლოგების აზრით კი ბევრი ადამიანს თავს უფრო მშვიდად და კომფორტულად გრძნობს, როცა კარს პირდაპირ უყურებს.
ასეა თუ ისე, ერთადერთი მიზეზი, რომ ოთახში საწოლს მდებარეობა შეუცვალოთ, თქვენივე კომფორტია.
2. როცა სარკის წინ გძინავთ
საძინებელში სარკეების დაკიდება არასასურველია. ითვლება, რომ მძინარე ადამიანი სარკეში არ უნდა ჩანდეს - ამან შეიძლება ოჯახურ ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედოს. თუ ასე გჭირდებათ საკუთარი გამოსახულების დილიდან დანახვა, სარკე კარადის შიგნით ჩამოკიდეთ.
3. მოერიდეთ საძინებელში ოთახის მცენარეების დადგმას
დღის განმავლობაში მცენარეები ჟანგბადს გამოყოფენ და ჰაერს ასუფთავებენ, მაგრამ მზის ჩასვლის შემდეგ მცენარეები ისევე სუნთქავენ, როგორც ჩვენ და ძვირფას ჟანგბადს მოიხმარენ. ასე რომ, ან ფანჯარა გახსენით, ან ყვავილები სხვა ოთახში გაიტანეთ.
4. მოერიდეთ თავით ფანჯარასთან დაძინებას
ამ და კართან დაკავშირებულ ცრურწმენებს ერთი წყარო აქვს, რომლის თანახმად, ღამ-ღამობით თანახმად, ბოროტ სულებს მარტო კარიდან კი არა, ფანჯრებიდანაც შეუძლიათ საძინებელში მოხვედრა. რაც შეეხება ფენ შუის, ის გვირჩევთ, რომ საწოლი არასოდეს დავაყენოთ ფანჯრის ხაზზე, თუმცა ერთადერთი რეალური რისკი, რომელსაც ამ დროს საკუთარ თავს უქმნით, გაცივებაა.
5. მოერიდეთ სინათლეზე დაძინებას
ეს სულაც არ არის ცრურწმენა. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ თუ ღამით ოთახში სინათლე ანთია ან ქუჩიდან შუქი შემოდის, ორგანიზმში ძილის ჰორმონის, მელატონინის წარმოება ირღვევა. ამის გამო, სრულფასოვან გამოძინებას ვერ შეძლებთ და მომდევნო დღის განმავლობაში სტრესს და დაღლილობას იგრძნობთ.
6. მოერიდეთ ტანსაცმლით დაძინებას
ამ შეხედულებასაც სამეცნიერო არგუმენტები აქვს. პირველ რიგში, ტანსაცმლის გარეშე ძილის დროს ძილის ჰორმონი მელატონინი უკეთესად წარმოიქმნება. ცნობისთვის, ეს ჰორმონი ხელს უწყობს ახალგაზრდობის შენარჩუნებას, ამცირებს სტრესის ჰორმონს კორტიზოლს და აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას.
და ბოლოს, ვნახოთ, როგორი უნდა იყოს საძინებელი ფენ-შუის სწავლების მიხედვით:
1. საწოლი განთავსებული უნდა იყოს ისე, რომ ფეხები არ იყოს კარის გასწვრივ.
2. სასურველია, რომ საწოლი ოთახის კარიდან მოშორებით დადგათ.
3. საწოლის უკან ფანჯარა არასასურველია, რადგან აქედან ოთახში აღწევს ნებისმიერი ენერგეტიკის ნაკადი, როგორც დადებითი ისე უარყოფითი.
4. საძინებლის ფანჯრებს ჩამოაფარეთ სქელი ფარდები, რათა თავიდან აირიდოთ ქუჩიდან შემომავალი უარყოფითი ენერგიები.
5. საწოლის თავი მიადგით საყრდენ კედელს.
6. სასურველია საწოლის წინ, ფეხებთან პატარა რბილი სკამი დადგათ.
7. იმისათვის რომ ოთახში მუდმივად პოზიტიური ენერგია იყოს, საწოლის გვერდით უნდა დადგათ ორი ერთნაირი ტუმბო და სანათი.
8. დარწმუნდით, რომ საწოლის ქვეშ ჰაერი თავისუფლად მოძრაობს.
9. მნიშვნელოვანია საძინებელში სისუფთავის დაცვა.
10. არასასურველია საწოლის ქვეშ ძველი ნივთების, მაგალითად ჩემოდნების ან უსარგებლო ავეჯის შენახვა.