თეგებით ძიება
26. 01. 2021 მსოფლიო

ბერნი სანდერსის ნაქსოვი თოჯინის ფასი 15 000 დოლარამდე ავიდა (ფოტოები)

აშშ–ის 46–ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გადაღებულმა ფოტომ, რომელზეც ბერნი სანდერსი ეკო–ხელთათმანებით არის გამოსახული, ინტერნეტ სივრცე დაიპყრო. ის მრავალი მიმის საფუძველი გახდა.

გურიაში სანდერსის ფოტოს მიხედვით თოვლის ქანდაკებაც კი გააკეთეს.

ცოტა ხნის წინ მას თოჯინაც მოუქსოვეს და აუქციონზე გამოიტანეს.

ნაქსოვი სანდერსი eBay–ს აუქციონზე გაიყიდება, ის ადამიანი კი ვინც ეს თოჯინა შექმნა, პირობას დებს, რომ მიღებულ თანხას მთლიანად ქველმოქმედებას მოახმარს.

„მეგობარმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ ბერნიმ ჰუდები შექმნა თავისი ფოტოს გამოსახულებით და მათ ქველმოქმედებისთვის ყიდის, მსურს ჩემი თოჯინაც ამ მიზნისთვის გავყიდო“, – ამბობს ტობი ქინგი.

ონლაინ აუქციონზე ლოტი შაბათს, საღამოს განათავსეს და საწყისი ღირებულება 99 ცენტი იყო, ერთ დღეში ნაქსოვი სანდერსის ფასი 15 ათას დოლარამდე ავიდა. აუქციონი დღეს სღამოს დასრულდება და საბოლოო ფასსაც გავიგებთ.

ბერნი სანდერსის ნაქსოვი თოჯინის ფასი 15 000 დოლარამდე ავიდა (ფოტოები)


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა