თეგებით ძიება

ეპიდემიოლოგიური ვითარების და მაღალი რისკების გათვალისწინებით, სათხილამურო კურორტების აღდგენა ვერ მოხდება - მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბიზნესასოციაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და მაღალი რისკების გათვალისწინებით, სათხილამურო კურორტების აღდგენა პირველი თებერვლიდან ვერ მოხდება.

ცქიტიშვილის თქმით, სათხილამურო კურორტებზე ბევრი ხალხი ჩადის, რაც რაც ინფიცირების მაჩვენებლის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს.

"სათხილამურო კურორტებზე ბევრი დამსვენებლის ერთდროულად ჩასვლა და ერთდროულად კონცენტრირება არის სწორედ ის ყველაზე მაღალი საფრთხე, რაც კურორტებზე იწვევს ინფიცირების მაჩვენებლის ძალიან სწრაფ ზრდას. სწორედ ეს არის მიზეზი არამხოლოდ საქართველოში, ძალიან ბევრ ქვეყანაში, სათხილამურო კურორტები არ ფუნქციონირებენ. სამწუხაროდ, ასეთივე რისკები გვაქვს საქართველოში. ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ძალიან მაღალი რისკების გათვალისწინებით, სათხილამურო კურორტების აღდგენას პირველი თებერვლიდან ვერ ვახერხებთ", - განაცხადა ცქიტიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა