თეგებით ძიება

გიგა ბოკერია: სპეკულაციები, რომ ოპოზიციაში განხეთქილებაა, სიმართლეს არ შეესაბამება

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიცია ძალიან მყარია და იმ პარტიების ერთობლივი განცხადება, ვინც მანდატებზე უარი თქვა, სწორედ ამ მიმართულებით ბოლო დროს გავრცელებული სპეკულაციების გამო გახდა საჭირო.

„განცხადების შინაარსი ძალიან მარტივია. ამ ბოლო პერიოდში ბევრ სიმულაციას ჰქონდა ადგილი და რაღაც მეტ-ნაკლებად წარმატებული პროპაგანდა იყო ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, განსაკუთრებით ის, რომ რაღაც შეიცვალა, აირია, დიდი განხეთქილებაა ოპოზიციის რიგებში. ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ოპოზიცია არის ძალიან მყარი. საჭირო იყო მოკლე განცხადება ყველა იმ პოლიტიკური ძალის, რომელსაც მანდატებზე აქვს ნათქვამი უარი, რომელთა მიმართაც ამდენი სპეკულაცია იყო. მეტი სიცხადე რომ ყოფილიყო, ყოველ დღე ერთი და იგივე კითხვებია ხოლმე – რატომ ვერ მოხერხდა ელისაშვილის და „გირჩის“ პარტიასთან შეთანხმება? ეს მათ უნდა კითხოთ. ჩვენ მათ უკვე დიდი ხანია, არც განვიხილავთ ამ პოზიციის მქონეებად. მათ არ დაუწერიათ განცხადება მანდატების შეჩერების თაობაზე. ფიზიკურად ვერც იქნებიან ამ განცხადების ნაწილი, რადგან ეს არის იმათი განცხადება, ვინც მანდატების შეჩერებაზე შეიტანა განცხადება, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და რომლებთან მიმართებაშიც სპეკულაციები სულ გრძელდება. ჩვენს შეთავაზებაზე, რომელიც ბოლო რაუნდზე გაკეთდა, ფორმალურად, ოფიციალური პასუხით ივანიშვილის რეჟიმი არ მოსულა და დისკუსია არ გვქონია“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა