თეგებით ძიება

მალე საქართველოში დაჯდება თვითმფრინავი, რომელიც ჩამოიტანს ვაქცინას - გიორგი ჩალაძე

მალე საქართველოში დაჯდება თვითმფრინავი, რომელიც ჩამოიტანს ვაქცინას, შემდეგ ვნახავთ შეძლებენ თუ არა პროცედურების დაწყებას, - ამის შესახებ გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩალაძე აცხადებს.

"ძალიან მალე ჩვენ ქვეყანაში ჩამოვიტანთ [ვაქცინას], ვაჩვენებთ, ვის შეუძლია საქმის გაკეთება. საქართველოში დაჯდება თვითმფრინავი, რომელიც ჩამოიტანს ვაქცინას, შემდეგ ვნახავთ შეძლებენ თუ არა ვაქცინაციის პროცედურების დაწყებას. ესენი არიან უუნაროები, არ იციან, როგორ მართონ ქვეყანა. ჩვენ ვიცით, როგორ გავიყვანოთ ქვეყანა პანდემიიდან რაც შეიძლება შორს და მალე გავხნათ. ჩაკეტვას ორი მიზეზი აქვს - მავნებლობა და კომპეტენციის არქონა", - თქვა ჩალაძემ "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა