თეგებით ძიება
26. 01. 2021 მსოფლიო

ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა, მსოფლიოში კი ეს რიცხვი 2 მილიონზე მეტი გახდა.

worldometers.info-ზე არსებული ინფორმაციით, covid-19-ით გლობალურად გარდაცვლილია 2 157 787 ადამიანი. რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ის 100 556 969-ს აღწევს.

ყველაზე რთული ვითარება აშშ-შია, სადაც ინფიცირებულია 25 889 047 ადამიანი და გარდაცვლილია 432 332 პაციენტი.

რაც შეეხება ევროპას, აქ პირველი ადგილი დიდ ბრიტანეთს უკავია. ქვეყანაში ინფიცირებულია 3 689 746 ადამიანი, ხოლო ლეტალურ შემთხვევათა რაოდენობა 100 162-ს აღწევს.

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსი დამარცხებული აქვს 72 514 873 ადამიანს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა