28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
შეგიძლიათ რთულ ამოცანებს თამამად შეეჭიდოთ - ამჟამად საკმარისი ძალა და მოტივაცია გაქვთ პრობლემების გადასაჭრელად. თუ გულზე ხელებს არ დაიკრეფთ და იმოქმედებთ, შესაძლოა, სამსახურეობრივი პოზიციები გაიუმჯობესოთ. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები სავარაუდოდ, გაიცნობენ ადამიანს, რომელსაც საკუთარ მომავალს დაუკავშირებენ.
კურო
შეეცადეთ მიმდინარე საქმეები მოაწესრიგოთ და საქმიანობის სფეროს გაფართოვებაზე იზრუნოთ. ამ დღეს ენერგიით და ენთუზიაზმით სავსე ხართ და ყველაფერს, რაც დაგეგმეთ, ადვილად გაუმკლავდებით. მოერიდეთ ადამიანებთან ურთიერთობების გარკვევას და დაპირისპირებას. სასურველია ბუნებაში ოჯახთან ერთად წასვლა და დასვენება.
ტყუპები
შესაძლოა, ახლობელ ადამიანებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ და უარს ნუ ეტყვით. ამ დღეს გაწეული დახმარება აუცილებლად დაფასდება და სიკეთე ასჯერ მეტად დაგიბრუნდებათ. ნებისმიერ საკითხში, რჩევაზე მეტად ინტუიციას უნდა ენდოთ. გირჩევთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაიწყოთ. სასურველია, რომ მეგობრებთან ურთიერთობაში მცირე შესვენება გააკეთოთ და ოჯახთან ერთად დარჩეთ.
კირჩხიბი
ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეცვალოთ და პრობლემა, რომლის გადაჭრას დიდი ხანია ცდილობთ, სწორედ ახლა მოაგვაროთ. დახლართული სიტუაციიდან გამოსავალს საკუთარი ფანტაზია გაპოვნინებთ. უარს ნუ იტყვით მეგობრების მხარდაჭერაზე.
ლომი
გარემოებები საშუალებას გაძლევთ, რომ აზრები მოიკრიბოთ და და დაგროვილი საკითხები გადაჭრათ. შესაძლოა, ამ დღეს ასხლობელ ადამიანთან კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას. ნუ ეცდებით ადამიანებზე ზეწოლა მოახდინოთ. მოლაპარაკებისა და კომპრომისების გზით ჩანაფიქრის განხორციელებას მარტივად შეძლებთ.
ქალწული
აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა. სირთულეების არ უნდა შეგეშინდეთ, რადგან ყველაფერს ადვილად გაუმკლავდებით. თქვენი მიზანსწრაფულობა ადამიანებს მოტივაციას გაუჩენს. ნუ მისცემთ უცხო ადამიანებს საკუთარ ცხოვრებაში ჩარევის უფლებას. ახლა მთავარია, ემოციებს არ აჰყვეთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. დრო ყველას თავის ადგილს მიუჩენს.
სასწორი
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ დღეს მუშაობის დიდი სურვილი გქონდეთ. ახლა ყველაფერზე ფიქრობთ სამუშაოს გარდა. ნუ შექმნით პრობლემებს უმნიშვნელო საკითხებისგან. გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას, შეცდომები აპატიეთ და წყენა დაივიწყეთ. ახალ ნაცნობობას ძალიან სერიოზულად არ უნდა მიუდგეთ.
მორიელი
კონფლიქტებში ჩართვას ერიდეთ და უბრალოდ, ნელა აკეთეთ ის, რაც სწორად მიგაჩნიათ. ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ ადრე გაწყვეტილი ურთიერთობა აღადგინოთ. თუ მარტოხელა ხართ, უარს ნუ იტყვით მხიარულ წვეულებაზე წასვლისგან. შესაძლებელია იქ თქვენზე უფროსი ადამიანის გაიცნოთ, რომელიც თქვენი მეორე ნახევარი გახდება.
მშვილდოსანი
ერიდეთ ავანტიურებში ჩართვას და გაუმართლებელ რისკებს, განსაკუთრებით ფინანსური საკითხების მოგვარებისას. თუ ხვდებით, რომ დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ კოლეგებს ან ერთგულ მეგობრებს თხოვოთ. ამაში სამარცხვინო არაფერია. კარგი დრო დასვენებისთვის, ახალი ადგილების მონახულებისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის.
თხის რქა
ნუ იჩქარებთ სხვისი გეგმების განხორციელებას, უმჯობესია, საკუთარ საქმეებს მიხედოთ. მით უმეტეს, რომ საკმაოდ ბევრი დაგიგროვდათ. დღის განმავლობაში, შესაძლოა, შეიქმნას პრობლემები დაგვიანებებთან, შეფერხებებთან, ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებით. რჩევებზე მეტად საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. შეეცადეთ არ გააკეთოთ ის, რასაც შინაგანად არ ეთანხმებით.
მერწყული
ვარსკვლავები გირჩევენ ღიად იმოქმედოთ და თამამად დაიცვათ საკუთარი იდეები. ეს პოზიცია ხელს შეუწყობს თქვენი ავტორიტეტის ჩამოყალიბებას. კარგი დროა მეუღლესთან და ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ნებისმიერი საკამათო საკითხი, რომლის განხილვასაც დიდი დრო სჭირდება, ახლა შეიძლება მარტივად და დაბრკოლებების გარეშე მოაგვაროთ.
თევზები
ამ დღეს სასიამოვნო სიურპრიზები გელით. თუ შესაძლეწლობა არსებობს, სამსახურში შვებულება აიღეთ და ეცადეთ სრულფასოვნად დაისვენოთ. ამ დღეს საკუთარ საქმეებზე მეტად სხვების საქმეების კეთება მოგიწევთ, მაგრამ ეს დაგეხმარებათ საჭირო ადამიანებთან დაახლობევაში, რომლებიც უახლოეს მომავალში პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან.