თეგებით ძიება

სკანდალური ქადაგების გამო დეკანოზ თადეოზს პასუხისმგებლობა დაეკისრება

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) დეკანოზ თადეოზ სარალიძის სკანდალურ ქადაგებას ეხმაურება. განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მეუფე დეკანოზის ქადაგებას სახარების სწავლებასთან შეუსაბამოს უწოდებს და აცხადებს, რომ ეპარქია უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას.

“მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის.

ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას”, – აცხადებს მეუფე დანიელი.

ცნობისთვის, დეკანოზმა თადეოზ სარალიძე, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ მთავარია, ბავშვები პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები იყვნენ, ხოლო თუ ასე არ არის, ჯობია “პარაზიტი” პატარა მოკვდეს.

“ახლა აშინებენ, რომ ისეთი ვირუსი გამოდის, თურმე ბავშვებს უნდა დაეტაკოს. ნუ გეშინიათ, ბავშვებო, არაფერიც არ დაგეტაკებათ. თქვენ, მთავარია, ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამ გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ. თუ არა და თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, მაშინ არ სჯობს, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?”,– ამბობს დეკანოზი საკვირაო ქადაგებისას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა