თეგებით ძიება

“გილოცავთ, კოვიდვაქცინა იცავს” – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ კოვიდვაქცინა ნამდვილად ეფექტურია და ადამიანს იცავს. ის ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მაგალითისთვის ისრაელის სტატისტიკა მოყავს.

სტატისტიკის თანახმად, ისრაელში 128 ათასი ადამიანიდან, რომლებსაც ფაიზერის ვაქცინის ორი დოზა ქონდათ გაკეთებული, მხოლოდ 20 პირს განუვითარდა კორონავირუსის მსუბუქი დაავადება.

“ოფიციალური ინფორმაციით ისრაელში 128 ათასი ადამიანიდან, რომლებსაც ფაიზერის ვაქცინის ორი დოზა ქონდათ გაკეთებული, მხოლოდ 20 პირს განუვითარდა მსუბუქი დაავადება. მათი სიმპტომები იყო ხველა, სისუსტე, დაბალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, არცერთი მათგანს ჰოსპიტალიზაცია არ დაჭირდა. საინტერესოა, რომ ინფიცირებულების 50%-ს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები.
გილოცავთ, კოვიდვაქცინა იცავს”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა