თეგებით ძიება

ქურდული სამყაროს რომანტოზება ამბიონიდან და დეკანოზის შოკისმომგვრელი ქადაგება - "1 000 ევრო რომელიც ყოველ თვე ჯიბეში უნდა ჩაუდონ... იცით ქურდებისგან რამდენი რამ შეიძლება ისწავლოთ?"

დეკანოზ თადეოზ სარალიძის შოკისმომგვრელი საკვირაო ქადაგება მეორე დღეა განხილვის მთავარი თემაა.
სასულირო პირმა ამბიონიდან სკანდალური გზავნილები გააჟღერა - ქურდული სამყაროს მნიშვნელობა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და ბავშვების სიცოცხლე.

"ახლა აშინებენ, რომ ისეთი ვირუსი გამოდის, თურმე ბავშვებს უნდა დაეტაკოს. ნუ გეშინიათ, ბავშვებო, არაფერიც არ დაგეტაკებათ. თქვენ, მთავარია, ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამე გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ და გაცოცხლებს ბაბუ. თუ არადა, თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, არც სპორტში ივარგე, არც ეკლესიაში… მაშინ არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?" - განაცხადა დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ.

ამის შემდეგ სასულიერო პირმა ქურდული სამყაროს წევრებისგან ხალხს ბევრი რამის სწავლა შეუძლია:

"რახან ჭიათურის მოქალაქე ვარ და აქ ვემსახურები მაღაროელებს და ამ სისტემას, ამ მოწამლულ ქვეყანას, 1 000 ევრო თვეში ერთხელ უნდა ჩამიდონ ჯიბეში. არ დამიმალია მე და მუშას რამდენი მისცეთ, მე ეს არ ვიცი-მეთქი. ქურდი რომ მომკვდარიყო და გასვენებაში ქურდი არ მისულიყო… დამთავრებული ამბავია… რამდენი რამ შეიძლება ისწავლოთ იმ ხალხისგან, იცით, ხალხო?" - თქვა დეკანოზმა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა