თეგებით ძიება

„ჯობია პატარა გარდაიცვალოს ვიდრე დიდი გაიზარდოს, ლგბტ იყოს“ - დეკანოზ თადეოზის მორიგი სკანდალური განცხადება

„ჯობია პატარა გარდაიცვალოს ვიდრე დიდი გაიზარდოს, ლგბტ იყოს ან ერის მოღალატე ან უვარგისი კაცი იყოს“ – ეს მორიგი სკანდალური განცხადება დეკანოზ თადეოზ სარალიძეს ეკუთვნის. დეკანოზმა ამის შესახებ „ტვ პირველთან“ ისაუბრა.

მე ერის კეთილდღეობაზე ვსაურბობ, თუ არ გაიზრდებიან ეკლესიისათვის, სამშობლოსა და ოჯახისათვის ჯობია პატარა მოკვდეს, უფალმა იცის ეს, ჯობია პატარა გარდაიცვალოს ვიდრე დიდი გაიზარდოს, ლგბტ იყოს ან ერის მოღალატე იყოს ან უვარგისი კაცი იყოს. ჯობია ბავშვი გარდაიცვალოს პატარა ვიდრე გაიზარდოს და იყოს ჰიტლერი“, – ამბობს დეკანოზი თადეოზი.

მანამდე დეკანოზმა თადეოზმა განაცხადა, რომ მთავარია, ბავშვები პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები იყვნენ, ხოლო თუ ასე არ არის, ჯობია “პარაზიტი” პატარა მოკვდეს.

“ახლა აშინებენ, რომ ისეთი ვირუსი გამოდის, თურმე ბავშვებს უნდა დაეტაკოს. ნუ გეშინიათ, ბავშვებო, არაფერიც არ დაგეტაკებათ. თქვენ, მთავარია, ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამ გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ. თუ არა და თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, მაშინ არ სჯობს, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?”,– ამბობს დეკანოზი საკვირაო ქადაგებისას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა