თეგებით ძიება

ახალქალაქში 55 წლამდე კაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიაში 55 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრებმა ის სახლის ერთ-ერთ ოთახში, ჩამომხრჩვალი ნახეს.

„ჩვენი ჯგუფი იყო იქ, რომ მივედით უკვე გარდაცვლილი დაგვხვდა, თავი ჩამოიხრჩო“,- აცხადებენ ახალქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა