თეგებით ძიება

მორჩა, ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ! - ლევან რატიანი

ექიმი ლევან რატიანი ამბობს, რომ კორონავირუსი დღეს არ გაჩენილა, სულ იყო; იდენტიფიცირება მოხდა და დაავადება გამოიწვია.

"ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ და ამის არგუმენტებიც არსებობს. ქართველმა ექიმებმა დიდი გამოცდილება მიიღეს კოვიდთან ბრძოლაში, დიდი ცოდნა მივიღეთ ყველამ ერთად, ყველაზე დიდი ცუდი წარსულში დავტოვეთ და იმედია, მომავალი უკეთესი გვექნება.

კორონავირუსი დღეს არ გაჩენილა, სულ იყო; იდენტიფიცირება მოხდა და დაავადება გამოიწვია. გავა პერიოდი და ესეც წარსულს ჩაბარდება. მხოლოდ ლიტერატურაში აღიწერება" - აღნიშნა "კურიერის" ეთერში რატიანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა