თეგებით ძიება
27. 01. 2021 მსოფლიო

უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში პირველად, ამერიკულ ბანკნოტზე ფერადკანიანი ამერიკელი ქალის გამოსახულება იქნება

ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, მონობის მოწინააღმდეგ აქტივისტის, ჰარიეტ ტაბმენის სახეს დაახატავენ 20 $-იან ბანკნოტებზე. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ,BBC-ი ავრცელებს. იგი ბოლო ასი წლის განმავლობაში პირველი ამერიკელი ქალი იქნება, რომელსაც ქაღალდის კუპიურაზე გამოსახავენ. ამჟამად 20 დოლარიანზე ამერიკის მეშვიდე პრეზიდენტის, მონათმფლობელი ენდრიუ ჯექსონის გამოსახულებაა აღბეჭდილი. მისი ტაბმენის პორტრეტით შეცვლა ჯერ კიდევ 2020 წელს გადაწყდა, თუმცა ცვლილებათა ამოქმედება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს შეყოვნდა,

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბანკნოტები, ჩვენი ფული ასახავდეს ისტორიას და მრავალფეროვნებას ჩვენი ქვეყნისა და ჰარიეტ ტაბმენის ფოტო სწორედ ამის გამომხატველი იქნება“- განაცხადა თეთრი სახლის პრეს მდივანმა, ჯენ ფსაკიმ.




წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა