თეგებით ძიება

ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, გუბაზა პარლამენტში იქნება თუ არა, იმიტომ, რომ 4 წლის განმავლობაში ძირითადად ეძინა - ირაკლი ზარქუა

"ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ნაკლებად მნიშვნელოვანია მისთვის, რადგან პრიორიტეტი პანდემიასა და ეკონომიკურ პრობლემებს ენიჭება. ზარქუას განცხადებით, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, გუბაზ სანიკიძე იქნება თუ არა პარლამენტში, რადგან წინა მოწვევის დროს ძირითადად ეძინა:.

„პირადად ჩემთვის უფრო საინტერესოა ის გამოწვევები, რაც აქვს ქვეყანას. ეს არის უმუშევრობა, ეკონომიკური პრობლემები, პანდემია და ა.შ. ჩემი აზრით, დროა, ყველა ამ თემაზე გადავერთოთ. რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციას და მის გარკვეულ ნაწილს, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. თუ უნდათ მუშაობა, აგერ არის სამუშაო. ბოლო-ბოლო, ხომ ნახეს NDI-ის კვლევებიც, რომელშიც პრიორიტეტი ყოველთვის ოპოზიციის აზრს ენიჭებოდა და იცით, ჩვენი პოზიცია NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით. იქაც კი, მათი ამომრჩეველი ეუბნება, შედით, ილაპარაკეთ პარლამენტში და იქ გააკეთეთ საქმეო. მეტი რა უნდა ვქნათ?! ოპოზიციას გონივრული ვადა მივეცით, რა პირობებშიც შესაძლებელი იყო წავყევით, რეფორმის ნაწილშიც იგივე საარჩევნო თემატიკაზე. ახლა, თვითონაც ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. პირადად ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა გუბაზა პარლამენტში იქნება თუ არ იქნება. პირდაპირ გეუბნებით, არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ გუბაზა 4 წლის განმავლობაში რას აკეთებდა, ძირითადად ეძინა. გუბაზასნაირი ტიპები რომ არიან ოპოზიციაში ლიდერებად, დანარჩენი ოპიზოცია არ უნდა გაჰყვეს. არ უნდა გახდეს მძევალი გუბაზას და გაკოტრებული სააკაშვილის“, - განაცხადა ზარქუამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა