თეგებით ძიება

სწავლის საფასურის განახევრება და შეჩერებული სტატუსის აღდგენა – სტუდენტების მოთხოვნა მთავრობას

ქართველი სტუდენტები გადაცემა "დღის სტუმარში" პანდემიის გამო შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ.

სტუდენტები ამბობენ, რომ პანდემიის შედეგად მათ და მათი ოჯახის წევრებმა სამსახურები დაკარგეს, რის გამოც სწავლის გადასახადს ვერ იხდიან და სტუდენტის სტატუსი უჩერდებათ, მათი თქმით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სტატუსი 33 000 სტუდენტს შეუჩერდა.

სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან დღეს აქცია გამართეს. ისინი ამბობენ, რომ განათლების სამინისტროს შეატყობინეს, რომ განათლების შესაძლებლობა ეზღუდებათ, თუმცა განათლების სამინისტრო მათ პასუხობს, რომ ცალკეული უნივერსიტეტების შიდა პროცესებში ვერ ჩაერთვებიან. .

"ყოველ მეორე სტუდენტს შეზღუდული განათლების შესაძლებლობა. პროგრესის ცენტრმა პანდემიის დასაწყისშივე, შევიმუშავეთ საკანონმდებლო ინიციატივა, ამ მიმართვების მიუხედავად რეაგირება არ ყოფილა. მოთხოვნა გვაქვს, პანდემიის გამო განახევრდეს სწავლის საფასური და აღუდგეთ სტუდენტებს პანდემიის გამო შეჩერებული სტატუსი" – ამბობს პროგრესის ცენტრის წარმომადგენელი მაკა ტუხაშვილი

სტუდენტები ამბობენ, რომ მათი პრობლემების გამოსავლენად არავინ ზრუნავს.

"ამ დრომდე არ მიგვიღია ლოგიკური დასაბუთება, არ არსებობს ჯგუფი, რომელმაც გამოიკვლია პანდემიის დროს სტუდენტები ესწრებიან თუ არა ლექციებს, აქვთ თუ არა ტექნიკურად შესაძლებლობა რომ მათ მიიღონ განათლება"– ამბობს "მოძრაობა ხალხისათვის" წარმომადგენელი ნინო წულაძე

სტუდენტების პრობლემებზე არც პარლამენტი რეაგირებს. სტუდენტების თქმით, მათ განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს თეა წულუკიანსაც მიმართეს, ოფიციალური წერილით თუმცა პასუხი ვერ მიიღეს

სტუდენტებმა მთავრობას პეტიციით მიმართეს, რომ მათ უფლებებზე იზურნონ. "პროგრესის ცენტრის" გავრცელებულ პეტიციას 10 000 სტუდენტი აწერს ხელს.

სტუდენტები განათლების ხარისხზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ონლაინ განათლება არაეფექტურია.

აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსაწავლეებისა და მასწავლებლებისგან განსხვავებით, სტუდენტებს ინტერნეტ – პაკეტების შესაძენად შეღავათები არ აქვთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა