თეგებით ძიება

სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ მოკლეკაბიანი ქალები 100 ლარით უნდა დაჯარიმდნენ

დეკანოზი თადეოზი მიიჩნევს, რომ ქალი, რომელიც მოკლე კაბით დადის 100 ლარით უნდა დაჯარიმდეს. ამის შესახებ მან ქადაგებისას განაცხადა.

„მოკლე კაბით დადის, შარვლით დადის, კაცო, დედაკაცი, თან, ამ დროს მრევლია და მიზეზებს ეძებს. მე ბევრჯერ ვთქვი, რომ მოკლე კაბით უნდა დააშტრაფო, დააჯარიმო, ერთი ასი ლარი უნდა მიუვიდეს.

შენი სხეული აჩვენე შენს ქმარს, აჩვენე, ვისთანაც უნდა დაწვე. რას აჩვენებ, რას აფიშირებ ამას და რატომ აკეთებ. ეს იწვევს დიდ საშინელებას“, – თქვა დეკანოზმა თადეოზმა.


წყარო:primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა