თეგებით ძიება
27. 01. 2021 მსოფლიო

პუტინის სასახლის თავზე არასაფრენი ზონის შემოღება NATO-ს აქტიურობითაა გამოწვეული - ФСБ

რუსული სპეცსამსახური ФСБ აცხადებს, რომ კრასნოდარის მხარეში, გელენჯიკის რაიონში არასაფრენი ზონის დაწესება NATO-ს სადაზვერვო აქტიურობითაა გამოწვეული.
შეგახსენებთ, რომ სწორედ გელენჯიკში მდებარეობს ვლადიმერ პუტინის სასახლე, რომელზეც ალექსეი ნავალნიმ თავის ფილმში ისაუბრა.

ბუნებრივია, სპეცსამსახურს თავის განცხადებაში პუტინის სასახლე არც უხსენებია. მისი განმარტებით, NATO-ს დაინტერესება უკავშირდება კრასნიდარის მხარის ФСБ-ს სასაზღვრო პუნქტს, რომლის ფუნქციაც "რუსეთის საზღვრისა და მისი ეკონომიკური და სხვა სახის ინტერესების დაცვა წარმოადგენს".

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა