თეგებით ძიება

მარნეულში, გაგის ციხეზე აღმართული ჯვარი მოიპარეს

„გაგის ციხეზე აღიმართა ჯვარი, ეს ჯვარი, იქნა ვანდალურად აღებული, მოიპარეს“, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, ქადაგების შემდეგ განაცხადა.

საქმე ეხება მარნეულის სოფელ კუშჩუში არსებულ გაგის ციხეს, სადაც მეუფის მიერ აღმართული ჯვარი მოიპარეს.

„6 წლის წინ ჩემი ლოცვა კურთხევით, გაგის ციხეზე აღიმართა ჯვარი, ეს ჯვარი, იქნა ვანდალურად აღებული, მოიპარეს.


ჯვარი არის ჩვენი სარწმუნოების სიმბოლო, ვინც შეურაცხყოფს ჯვარს, ის შეურაცხყოფს თავად ქრისტეს, არ ვიცით ვინ ჩაიდინა, ეს ბარბაროსული საქციელი, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ის, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილობისა, დაუსჯელი არ დარჩება.


ვინც არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ყველამ, პატივი უნდა სცეს ამ ქვეყნის ისტორიას, რელიგიასა და კულტურას, ამის ნაცვლად კი ვხედავთ პროვოკაციულ ქმედებას.


ამიტომ ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ დღეს, წმინდა ნინოს დღესასწაულთან დაკავშირებით, აღვმართოთ, სადღესასწაულოდ გაგის ციხეზე ჯვარი“, – განაცხადა ეპისკოპოსმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა