თეგებით ძიება

მეტროს გახსნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება - გიორგი ფხაკაძე

“ჩვენ ვეთამაშებით ცეცხლს, ყველა სექტორი უნდა გაიხსნას, ოღონდ მკაცრი რეგულაციების დაცვით, ჩევნ მოგვიწევს ამ ვირუსთან ცხოვრება მინიმუმ 2023 წლამდე, ესე კუკუდამალობანა აღარ გამოგვადგება”, – ამის შესახებ გაეროს დამოუკიდებელმა მრჩეველმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“მაღაზია, კი ბატონო, გახსენი, მაგრამ თქვი, რომ 5 კვადრატულ მეტრში შემოვიდეს ერთი მომხმარებელი, აუცილებლად პირბადეებიც უნდა ქონდეთ, აუცილებლად უნდა იყოს ხელების დასაბანი ადგილი.

მეტროს გახსნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მეტრო აშენდა სამოციან წლებში, იქ ვენტილაციის პრობლემა ისეთია, იქ ერთი თუა ინფიცირებული, ყველა იქნება ინფიცირებული, რატომ ვიტყუებთ თავს. ავტობუსში მაგალითად დამატებითი რეგულაციები, თუ არის ავტობუსი 80 კაცზე გათვალისშინებული, იქ შეიძლება შევიდეს 20 კაცი, 30 კაცი, აუცილებელია პირბადე და ფანჯრები უნდა იყოს ღია და არ უნდა ილაპარაკონ”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა