თეგებით ძიება

„ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო...“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო და მას აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები.

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ვაქცინის მისაღებად ქვეყანა დიდი ძალისხმევა დასჭირდა და თუ ის მოსახლეობამ არ გამოიყენა, ცუდი იქნება.

"მაშინ, როდესაც მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე ვიშოვოთ რაც შეიძლება მეტი ვაქცინა, ყველა ზომას მივმართავთ, ათასნაირ გზებს ვეძებთ და გამოიკვეთა იმის ალბათობა, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა ქვეყანაში შემოვიდეს და ამ დროს კი, თუ შემოსული ვაქცინები მოსახლეობამ არ გამოიყენა, მაშინ მთელი ძალისხმევა იქნება ფუჭი.

მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ ეს არის მცდარი პოზიცია, ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. მას აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა