თეგებით ძიება

რა შეცდომას უშვებენ COVID-19-გადატანილები?

კორონავირუსის გადატანის შემდეგ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, გართულებების თავიდან ასაცილებლად, უნდა მოერიდონ (დროებით) ინტენსიურ ფიზიკურ ვარჯიშს.

ფიტნესის მოყვარულთა ერთ-ერთი სერიოზული შეცდომაა სურვილი, დაიბრუნონ ის მაჩვენებელები, რაც დაავადებამდე ჰქონდათ, რის შედეგადაც ბევრი ადამიანი საკუთარ ორგანიზმს ზედმეტ დატვირთვას ანიჭებს.

ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ, ადამიანის იმუნიტეტი ჯერ კიდევ დასუსტებულია და ორგანიზმს დროებით არ შეუძლია დიდი დატვირთვის მიღება. ბევრი დაავადების შემდეგ, ცდილობს დაიბრუნოს სპორტული ფორმა და ამისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას არ იშურებს, რაც დიდი შეცდომაა.

ავადმყოფობის დროს ჯანმრთელი უჯრედები ხარჯავენ მეტი რაოდენობის ენერგიას, ამიტომ დიდი ფიზიკური დატთვირთვისას, ორგანიზმს
შეიძლება მისი მარაგი არ ეყოს. ანთებითი რეაქციის დროს წარმოიქმნება განსაკუთრებული ნივთიერებები, რომელბიც მთელი ძალებით ცდილობენ პროცესისი იზოლაციას. ამიტომ ფიზიკური აქტივობის პიკს დაავადების გადატანის შემდეგ ორგანიზმი თანდათანობით უნდა დაუბრუნდეს.

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა