„ქვეყანა ბუტკა არ არის“ - აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან
„ქვეყანა ბუტკა არ არის“ - ამ სლოგანით პარლამენტის წინ „ევროპული საქართველოს" ახალგაზრდულმა ფრთამ აქცია-პერფორმანსი გამართა, რითაც კიდევ ერთხელ გააპროტესტეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და მოითხოვეს, რომ „ხალხს წართმეული არჩევნები დაუბრუნდეს".
აქტივისტებმა ადგილზე მიიტანეს პლაკატები წარწერებით: „ქართული ოცნება" დეპრესიაშია", „ქართული ოცნება" ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და ა.შ. ამასთან, სიმბოლურად ჰაერში გაუშვეს ბუშტებზე მიმაგრებული „მანდატები“, ამგვარად კი, გამოხატეს ის, რომ „მანდატები პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს გაატანეს ".