თეგებით ძიება
28. 01. 2021 მსოფლიო

ასაკოვანი ქალი მოხუცთა თავშესაფარში "თავისი დაკრძალვიდან" 10 დღეში დაბრუნდა

ესპანეთში, ქალი რომელიც ოჯახის წევრებს გარდაცვლილი ეგონათ, დაკრძალვიდან 10 დღეში მოხუცთა თავშესაფარში ისევ დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას 7News-ი ავრცელებს. 85 წლის ქალის ოჯახს განუცხადეს, რომ იგი გარდაიცვალა და გვამი კრემატორიუმში დაწვეს. გავრელებული ინფორმაციით, როჯელია ბლანკოზე განაცხადეს, რომ იგი საავადმყოფოში დაიღუპა კორონავირუსისგან 13 იანვარს. დასაფლავება მომდევნო დღისთვის იყო დაორგანიზებული

კოვიდ რეგულაციების გამო ოჯახს არ მიეცა უფლება, გამომშვიდობებოდა გარდაცვლილს. მე ვტიროდი ჩემი ცოლის გარდაცვალების ამბავი როცა შემატყობინეს- განაცხადა ბლანკოს ქმარმა, რამონმა. ათი დღის შემდეგ „წესით უკვე გარდაცვლილი ქალი“ თავშესაფარში დაბრუნდა, მისი ქმარი გაოცებისგან სიხარულს ვერ მალავდა.

როგორც გაირკვა, საავადმყოფოში არა ბლანკო, არამედ გარდაიცვალა არიასი, ის ქალი, რომელთან ერთადაც პალატაში მკურნალობდა კოვიდ 19-ზე, ექიმებს კი სახელები აერიათ

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა