თეგებით ძიება

” ვყვიროდი…მჯეროდა რომ შვილი მოვკალი” – თათია შარანგიამ ცრემლები ვერ შეიკავა

თათია შარანგია თავისივე საავტორო გადაცემის, „სთორი“ სტუმარი იყო. მას კითხვებს ჟურნალისტი ვახო სანაია უსვამდა. თათიამ თავის ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე ისაუბრა.

მათ შორის, გასულ ზაფხულ თავსგადამახდარ, იმ შემთხვევაზე, როდესაც თავისი პატარა შვილი დახრჩობას სასწაულებრივად გადაურჩა.

ეს ამბავი ყველამ იცის. შემთხვევის პირველივე დღეს თათიამ მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, თავის შვილის გადარჩენისთვის კი აუზის თანამშრომელს მადლობა გადაუხადა. თუმცა, ამ ისტორიის კიდევ ერთხელ გახსენება ძალიან ემოციური იყო.

„18 აგვისტოს ჩემი მეუღლის სანდროს დაბადების დღეა. იმ დღეს ჩემმა შვილმა ანდრუშამ თქვა - მე უნდა ჩავაქრო სანთლებიო. ყურადღება არ მიმიქცევია. ჩავთვალე, ბავშვია და სანთლების ჩაქრობა უნდოდა. მართლა ჩააქრო. ანდრუშამ თქვა მამამ დაბადების დღე მაჩუქაო, ჩვენც ვხალისობდით და ვხუმრობდით თითქოს მისი დაბადების დღე იყო.

მეორე დღეს აუზზე წასვლა გადავწყვიტეთ. ანდრუშას საცურაო ჟილეტი ეცვა და მშვიდად ვიყავი. ზუსტად ერთი წამით მოვაშორე თვალი, არც მობილური მეჭირა ხელში და არც ყავას ვსვამდი... ამ დროს, უცებ ჩემი შვილი ყვირის - დედა, ანდრიუშა... გავიხედე და დავინახე ჩემი 3 წლის, ხუჭუჭთმიანი შვილი წყლის ზედაპირზეა. ჩავვარდი ამოვიყვანე და სულ ლურჯი იყო, მის პაწაწინა, დახვეწილ ნაკვთებს სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ეტყობოდა. ვყვიროდი, სანდროს დაუძახეთ-მეთქი. სულ ლურჯი იყო, ვინც მოდიოდა ყველა ხელებს წევდა ზემოთ - ვაიმე ღმერთო, ვერ დაგეხმარებითო. მე მჯეროდა რომ შვილი მოვკალი... უცებ მოვარდა ერთი ბიჭი, ლუკა მურვანიძე, გამომართვა ბავშვი დაკიდა ფეხით და დავინახეთ რომ ბავშვის ლურჯი ნაკვთები შეიცვალა, ჩემს თვალწინ გაცოცხლდა, აღებინა და პირველი რაც თქვა - ბოდიში პირსახოცზე რომ ვაღებინეო. როცა მისი ხმა გავიგე, მივხვდი რომ ღმერთს ვყვარებივარ“, - თქვა თათია შარანგიამ გადაცემაში.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა