თეგებით ძიება

„შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი უნდა იყოს ვაქცინაციის დასრულების შემდეგ" - პაატა იმნაძემ

„მობილობის შემცირების ტერმინი საზოგადოებას ხშირად არ ესმის ხოლმე. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი ოჯახისა და ერთი სამსახურის წარმომადგენლები, რომლებსაც ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა შეხვდნენ სხვა ოჯახისა და სხვა სამსახურების წარმომადგენლებს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ევროპის ბევრი ქვეყანა უკვე მკაცრ „ლოქდაუნზე" გადადის, მიუხედავად იმისა, რომ იქ ვაქცინაცია არის დაწყებული.

„იცით, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში შეზღუდვები მკაცრდება და „ლოქდაუნი" ცხადდება, მიუხედავად იმისა, რომ იქ ვაქცინაცია არის დაწყებული, მაგალითად დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში. ვაქცინაციის დაწყება შეზღუდვების შემსუბუქებასთან კავშირში არ არის. შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი უნდა იყოს ვაქცინაციის დასრულების შემდეგ", - განაცხადა პაატა იმნაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა