თეგებით ძიება

ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ ტყის ხანძარი იყო

ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის და ოჩამჩირის რაიონებში კვლავ ტყის ხანძარი იყო. სააგენტო „სპუტნიკის" ცნობით, მისმა ფართობმა 40 ჰექტარი შეადგინა.

როგორც სააგენტოს დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში აცნობეს, მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება და ჩაქრობა მოახერხეს.

ხანძრის ჩაქრობა განსაკუთრებით გართულებული იყო გაგრის რაიონში, იქ ხანძარი მთის მასივში გავრცელდა, სადაც სპეცტექნიკის გამოყენება შეუძლებელი იყო, ამიტომ ხანძარს ხელით აქრობდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა