თეგებით ძიება
28. 01. 2021 მსოფლიო

ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის დამარცხება და ჩვენ მას დავამარცხებთ - ჯანმო

კაცობრიობა „კოვიდ-19“-თან ომში არ მარცხდება, ჩვენ საბოლოოდ ამ ვირუსს დავამარცხებთ – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვმა გააკეთა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი ავრცელებს“.

მისი თქმით, ვირუსის მუტაცია არ ნიშნავს, რომ კაცობრიობა ვირუსთან მარცხდება.

„ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ ვირუსთან ომს ვაგებთ? ჩემი პასუხია-არა. ჩვენ ვიბრძვით სიცოცხლისთვის. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ერთმანეთს კი არა, ვირუსს ვებრძვით. მათ შორის, მის ახალ სახეობებსაც. ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის დამარცხება და ჩვენ მას დავამარცხებთ“, – განაცხადა მარია ვან კერხოვმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა